სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას დარჩა მხოლოდ დაშინებისა და მოსყიდვის ინსტრუმენტები არჩევნების მოსაგებად. კაპანაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, ევროპული საქართველოს მხარდამჭერები არ უშინდებიან ამგვარი ტიპის დაშინებებს და არიან მზად გარდამტეხი ცვლილებევბისთვის.
„როგორც ჩანს, ქართული ოცნება აპირებს რომ ჩაატაროს ისეთივე ტიპის არჩევნები, ისეთივე ქმედებებისა და ნაბიჯების გადადგმით, როგორც ეს ხდებოდა წინა არჩევნების დროს, ანუ დაშინების და მოსყიდვის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ კამპანია ჯერ რამდენიმე დღეა დაიწყო, ამის სიმპტომები უკვე არის. კერძოდ, ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის აქტივისტების დაშინების მცდელობები, მათ შორის ევროპული საქართველოს აქტივისტების შეშინების მცდელობები ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში, ჩვენ ასევე ვნახეთ, თუ როგორ გაუსწორდნენ ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატის აქტივს. როგორც ჩანს, ძალადობის გამოყენება, დაშინება, მოსყიდვასთან ერთად, არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დარჩა ბიძინა ივანიშვილს.
კვლევები, რომლებიც ქვეყნდება ბოლო დღეების განმავლობაში, ამას მეტყველებს, რომ მათი რეიტინგი მოდის ქვემოთ და იმის ფონზე, რომ ვერ გაართვეს თავი ვერც კორონასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და შეწირეს ეკონომიკა, მაშინ როდესაც ამის საჭიროება არ იყო და ხლა ხედავენ, რომ ხალხი გაბრაზებულია, ისინი ამგვარი ნაბიჯებით აპირებენ ფონს გასვლას.
ყველა ეს დარღვევა იქნება აღრიცხული და მიწოდებული საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ჩვენ მიერ და ყველა ამ დარღვევის მიუხედავად, ჩვენი აქტივისტები და მხარდამჭერები ძალიან მხნედ არიან და არ აპირებენ გაჩერებას და დამორჩილებას. იმედი მაქვს, რომ იგივე განწყობაა სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. ესეთი ტიპის აგონია და გამოხტომები კი ვერ უშველის ივანიშვილს ამ არჩევნებზე.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.