დღეს ახალგაზრდა თავისუფალმა დემოკრატებმა სასჯელთაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან აქცია გამართეს.
ირაკლი ალასანიის პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პროტესტი გამოთქვეს ბათუმის #3 და ზუგდიდის #4 საპყრობილეებში შექმნილი მდგომარეობის გამო.
ორგანიზაციის თავმჯდომარის სულხან ღლონტის განცხადებით, ბათუმის #3 და ზუგდიდის #4 საპყრობილეებში შექმნილია უმძიმესი სიტუაცია და პატიმრებს ჰიგინების ნორმების დაცვის ელემენტარული პირობები არ გააჩნიათ.
"ბათუმის #3 და ზუგდიდის #4 საპყრობილეებში უმძიმესი სიტუაციაა. პატიმართა რაოდენობა ბევრად აღემატება დადგენილ ლიმიტს. წყალი პატიმრებს გრაფიკით მიეწოდებათ, რის გამოც ვერ ახერხებენ ელემენტარული ჰიგიენის დაცვას", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სულხან ღლონტმა.
მისი თქმით, ამ ვითარებას ემატება პატიმრებზე ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მორალური და ფიზიკური ზეცოლა.
"მივმართავთ ხათუნა კალმახელიზეს, დაინტერესდეს ამ საკითხებით, ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს პატიმრების მიმართ არაადამინაური მოპყრობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი აქციები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს", _ აცხადებს ღლონტი.