აჰმედ ზაკაევი ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მას ჩეჩნეთის პარლამენტის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებასთან კავშირი არა აქვს.
"არავითარი კავშირი იმ მოვლენებთან რომელიც ახლა მოხდა და რომელიც ადრე ხდებოდა მე არ მაქვს, იმიტომ რომ არავითარი კონტაქტი მათთან ვინც ყოველივე ამაში მონაწილეობს მე არ მაქვს", _ აცხადებს ჩეჩნეთის დევნილობაში მყოფი ლეგიტიმური მთავრობის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა გუშინ ჩეჩნეთის პარლამენტის შენობაზე ჩეჩენი მებრძოლების მიერ იერიშის მიტანის მცდელობის Dშემდეგ განაცხადა, რომ "ბოევიკების უკან დგანან ზაკაევი და მისი მფარველები, რომლებიც ლონდონსა და დასავლეთის სხვა ქალაქებში არიან".
მასალის გამოყენების პირობები