ქართული მხარე მზადაა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულება რუსეთთან და არა ოკუპირებულ რეგიონებთან გააფორმოს. ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
"ეტყობა რუსეთში დაავიწყდათ, რომ წერა-კითხვა ჩვენც ვიცით და ისიც ვიცით, რაც თქვა სარკოზმა. სარკოზის არ უთაქვამს ის, რასაც რუსები ავრცელებენ. მან თქვა, რომ თუ ქართული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებას აიღებს, ის ამ ფაქტს მიესალმება. ჩვენი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით ცნობილია და ჩვენ ეს ვალდებულება უკვე აღებული გვაქვს სარკოზი მედვედევის ხელშეკრულებით", _ განაცხადა იაკობაშვილმა.
მისივე თქით, ქართული მხარე ახლაც მზად არის ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს რუსეთთან და არა ოკუპირებულ რეგიონებთან. მისივე თქმით, რუსები უნდა მიხვდნენ რომ მოვიდა დრო რომ სარკოზის გამონათქვამების გაყალბებით სიმართლეს ვერ დამალავენ.
შეგახსენებთ რომ სარკოზი-მედვედევი-მერკელის შეხვედრის ე.წ. დიდი სამეულის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მოუწოდა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ველადებულება აიღოს თუმცა მას არ დაუკონკრეტებია ეს ვალდებულება კონკრეტულად რომელ მხარესთან უნდა აიღოს საქართველომ.