თბილისში 48 წლის მამაკაცმა ბავშვის გატაცება სცადა. არსებული ინფორმაციით, ის ეზოში მყოფ ბავშვთან მივიდა და ეუბნებოდა, რომ მამამისი იყო. მეზობლებმა მამაკაცი შეამჩნიეს, მცირეწლოვანის დედას შეატყობინეს და პოლიცია გამოიძახეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.