წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალგზარდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დაბა ჯვარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსს კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.