საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა, განახლებული პროგნოზით, 4-ის ნაცვლად 5 პროცენტით შეიკუმშება. ამის შესახებ გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად მსოფლიოში რთული ვითარებაა, რადგან პანდემიამ ძალიან ძლიერი გავლენა მოახდინა ეკონომიკებზე და უარყოფით შედეგების დაძლევა, საკმაოდ ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული.
"განახლებული პროგნოზით, ვფიქრობთ, რომ 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა საქართველოში -5% იქნება. წინა პროგნოზი -4% იყო. ეს ცვლილება განაპირობა გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო მეტად შემცირებამ, ვიდრე ეს პანდემიის საწყისზე იყო", - კობა გვენეტაძემ.