5 აგვისტოს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე, საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას ონლაინ რეჟიმში გააცნობს.
პირდაპირი ჩართვის დროს მედიის წარმომადგნელებს შესაძლებლობა ექნებათ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეკითხვები დაუსვან.
პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე - fb.com/NationalBankofGeorgia/ 11:00 საათზე დაიწყება.