22 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0592 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.0701 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 1.09 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5404 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5165 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.39 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4469 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.8800 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 23 ივლისიდან შევა ძალაში.