17 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0651 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.0652 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5010 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4925 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.85 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4468 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.8461 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 ივლისიდან შევა ძალაში.