საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 995-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 995 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 857 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 15.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5001 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 219.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -31.