ENG / RUS       12+

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე | ფოტოები

4 ივლისს შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნეს.

წელს, ამერიკის შეერთებულ შტატები დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის 244 წლისთავს აღნიშნავს.

1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში, ამერიკის მაშინდელ დედაქალაქში, საეკლესიო ზარებით ქვეყანას კონგრესის მიერ ტომას ჯეფერსონის დამოუკიდებლობის დეკლარაციის სამუშაო ვარიანტის დამტკიცება ეუწყა.

ამერიკელები ამ დღეს ტრადიციულად აღლუმებით, კონცერტებით, საზეიმო წვეულებებით, პიკნიკებით და ფოიერვერკებით აღნიშნავენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო წლევანდელი ღონისძიება განსხვავებული იყო.

"ამერიკის ხმის" ცნობით, ტრადიციული საზეიმო ღონისძიებების უმეტესობა გაუქმდა, ან ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. მაგალითად, მაღაზია "მეისისის" 4 ივლისის ფოიერვერკები და ექსტრავაგანტული შოუ, რომელიც ნიუ-იორკში ყოველ წელს, ტარდება, წელს მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გადაიცა მაყურებლისთვის.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელ მოსახლეობას რაშმორის მთიდან მიმართა.

4 ივლისს, ტრადიციულად, ვაშინგტონის ეროვნული არქივის კიბეზე დამოუკიდებლობის დეკლარაციას კითხულობენ. შენობის შიგნით, დოკუმენტის დედანი, კონსტიტუციასთან და კონსტიტუციის პირველ შესწორებასთან ერთად, თვალსაჩინო ადგილზე არის გამოფენილი.

ეროვნული დღესასწაული ფედერალურ უქმე დღედ არის გამოცხადებული.

კოლორადოს შტატი. ფოტო: Bethany Baker/The Coloradoan/Imagn
ემპაირ სტეიტ ბილდინგი, ნიუ იორკი. ფოტო: Roy Rochlin/Getty Images
დონალდ და მელანია ტრამპები ვაშინგტონში, National Mall-ზე. ფოტო: Saul Loeb/AFP/Getty Images
კონი აილენდი, ბრუკლინი, ნიუ იორკი. ფოტო: John Minchillo/AP
თეთრი სახლი. ფოტო: Sarah Silbiger/Reuters
ბრისტოლი, როდ აილენდი. ფოტო: David Goldman/AP
მანჰეტენ ბიჩი, კალიფორნია. ფოტო: Robyn Beck/AFP/Getty Images
რაშმორის მთა, სამხრეთ დაკოტა. ფოტო: Al Drago/Bloomberg/Getty Images
დონალდ ტრამპი რაშმორის მთასთან. ფოტო: Alex Brandon/AP
ვილდვუდი, ნიუ ჯერსი. ფოტო: Mark Makela/Getty Images
ვაშინგტონის მონუმენტი, ვაშინგტონი. ფოტო: Drew Angerer/Getty Images