საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა დიპლომატიური სამსახური დაასრულა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ ქართველს, ვისაც კი შევხვედრივარ, ჩემ მიმართ გამოვლენილი სტუმართმოყვარეობისა და თანამშრომლობისთვის, გასული 3 წლის განმავლობაში.
ჩემთვის განსაკუთრებით დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი საქართველოში და ერთობლიბად გვემუშავა საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების, დემოკრატიის გაღრმავების და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ერთობლივი ძალისხმევა გავწიეთ ახალ გამოწვევასთან, კოვიდ-19-თან გასამკლავებლად. საქართველოს რეაგირება პანდემიაზე შთამბეჭდავია. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების მხარდაჭერას მომდევნო თვეების განმავლობაში.
ძალისხმევა არ დავიშურე, რომ საქართველოს თითოეული კუთხე მომენახულებინა. გამაოცა საქართველოს მთების და მდინარეების სილამაზემ. ვნახე ზღვის ჩასვლა შავი ზღვის სანაპირობზე ბათუმში და მოვისმინე ბულბულის გალობა ვაშლოვანის სტეპში.
მე შემიყვარდა უძველესი მელოდიები, რომლებიც საქართველოს ტრადიციების სიმბოლოა და ახალი სიმღერები, რომლებიც მის ენერგიულ აწმყოს განასახირებს.
ყველაზე მეტად კი მემახსოვრება ქართველი ხალხის სითბო და სიკეთე.
საქართველოს ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში. გულწრფელად გისურვებთ ერთიანობას და სამართლებრივ, დემოკრატიულ მომავალს", - აცხადებს ელიზაბეთ რუდი.