2014 წლის 27 ივნისს, ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელმაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა და წარმოადგენს საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს.
საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით და ბოლო 6 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმებამ ხელი შეუწყო ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებას:
✅ საქართველომ წარმატებით განახორციელა ასოცირების შეთანხმებით განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, განახორციელა, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციურ დონეზე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვება.
✅ საქართველო აღიარებულია ლიდერ რეფორმატორ ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც არაერთი ევროკავშირის შეფასების ანგარიშით და ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენელთა განცხადებით დასტურდება.
✅ მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, პენიტენციური სფერო, განათლება, მეცნიერება და ინოვაციები, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, საჯარო სამსახურის რეფორმა, ენერგეტიკა, რეგიონული განვითარება და დეცენტრალიზაცია და სხვა.
✅ ასოცირების შეთანხმებამ ხელი შეუწყო პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზებას ევროკავშირის მხრიდან, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.
✅ 📈 ასოცირების შეთანხმებამ, რომელმაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობას (DCFTA) მოიცავს, ახალი ბიძგი მისცა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას : გაიზარდა საქართველოდან ეროვნული პროდუქციის ექსპორტი (12%), ევროკავშირი გახდა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი (24%). საქართველომ დაიწყო ახალი პროდუქციის ექსპერტი ევროკავშირის ბაზარზე.
✅ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებით განხორციელებულმა რეფორმებმა, ხელი შეუწყო, 2017 წელს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა უვიზო რეჟიმი ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან
✅ ასოცირების შეთანხმებამ ხელი შეუწყო საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას
✅ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამ ხელი შეუწყო ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას.
✅ 🇪🇺 ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი წევრობისათვის პოლიტიკური გადაწყვეტილების მომზადებაში.
✅ ასოცირების შეთანხმებამ შეუწყო ხელი საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების მნიშვნელოვან ზრდას, რომელის ოდენობამ ბოლო 6 წლის განმავლობაში, მთლიანობაში 1 მილიარდ ევრომდე დახმარება შეადგინა.
✅ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით დამატებითი იმპულსი მიეცა ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობას (ERASMUS+, ჰორიზონტი 2020, შემოქმედებითი ევროპა) და ევროპულ სააგენტოებთან თანამშრომლობას (FRONTEX, EUROPOL, EUROJUST და ა.შ.)
✅ ასოცირების შეთანხმებამ ხელი შეუწყო საქართველოს კულტურის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობას, მათ შორის ქართული კულტურის წარმოჩენას და პოპულარიზაციას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.