თბილისში კაფე "ვერდესთან" გაზგასამართი სადგური "ეკოგაზი" აფეთქდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სასწრაფო დახმარების მანქანები.
დაზიანდა იქვე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი და ჩაიმსხვრა ფანჯრები.
დაშავდა ერთი ადამიანი. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.