21 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1920 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.2012 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.92 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5058 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5028 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.30 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4688 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.9057 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 მაისიდან შევა ძალაში.