ENG / RUS

რა დახმარებას მიიღებენ ფერმერები სახელმწიფოსგან - განმარტება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერების მხარდასაჭერად ახალ პროექტებს იწყებს და მიმდინარე პროექტებში ცვლილებები შეაქვს.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოფლის მეურეობის მიმართულებით ანტიკრიზისული ღონისძიებები განხორციელდება.

150 ლიტრი დიზელი - 1 ჰექტარზე შეღავათიან ფასად, 1 ლარამდე შეღავათი 1 ლიტრი

2 000 ლარი 10 ჰექტარზე - 200 ლარი  1 ჰექტარზე აგრობარათი

75 ლარი 1 ჰექტარზე - მელიორაცია

50%-იანი გრანტი - ტექნიკისთვის, სათბურებისთვის, სარწყავი სისტემებისთვის.

17%-მდე თანადაფინანსება სესხებზე - ახალი საბანკო შეღავათები

70%-იანი თანადაფინანსება აგროდაზღვევაზე

15 000 ლარამდე გრანტი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის

მცირემიწიანი ფერმერების დახმარება - პროგრამა დაიწყება 20 მაისიდან

0.25 ჰექტრიდან - 10 ჰექტრამდე რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების სუბსიდირება

თანადაფინანსება საქონლისა და მომსახურების შესაძენად:

სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები

მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები

სათესლე და სარგავი მასალები

აგროტექნიკური სამუშაოების მომსახურება (1.25 ჰა-დან 10 ჰა-მდე მიწის მფლობელებისთვის

იაფი დიზელი ფერმერებს - პროგრამა დაიწყება 20 მაისიდან

დიზელის საწვავი შეღავათიან ფასად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებს

0.25 ჰექტრიდან - 100 ჰექტრის ჩათვლით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელებს - აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავი ბაზარზე არსებულ ფასზე დაახლოებით 1 ლარით იაფად 1 ლიტრი.

ლიმიტი 1 ჰა-ზე - 150 ლიტრი

სამელიორაციო მომსახურების ღირებულების განულება

42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სრულად ჩამოეწერება მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების დავალიანება 8 მლნ ლარამდე

42 000 ფიზიკური და იურიდიულ პირი 2020 წელს სრულად გათავისუფლდება 10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების საფასურსიგან. ფერმერებს ჩამოეწერაბათ 5 მლნ ლარის გადასახადი.

50%-იანი გრანტი აგროწარმოებისთვის

პირველადი წარმოების ზრდის ხელშეწყობა

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის თანადაფინანსება

ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობი ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის მოდერნიზაციის თანადაფინანსება

ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსება.

თანადაფინანსება შეადგენს 50%-ს არაუმეტეს 50 000 ლარისა.

50%-იანი გრანტი სარწყავი სისტემებისთვის

პირველადი წარმოების ზრდის ხელშეწყობა

პროგრამა "დანერგე მომავლის" ფარგლებში არსებული შეღავათებისა, შესაძლებელი ხდება მრავალწლიანი კულტურების სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსება.

თანადაფინანსება შეადგენს 50%-ს არაუმეტეს 2 500 ლარისა 1 ჰა-ზე.

ახალი საბანკო შეღავათები აგროწარმოებისთვის

საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა

აგროდაზღვევა

ადგილობრივი მერძევეობის ხელშეწყობა

გრანტები კოოპერატივებისთვის