ENG / RUS

ნაცისტური ბერლინის დაცემა - ფოტოისტორია

თითქმის ოთხი წლის ინტენსიური ბრძოლის შემდეგ, საბჭოთა ძალებმა 1945 წლის 16 აპრილს დაიწყეს თავდასხმა ბერლინზე.

ამ დროისთვის, ადოლფ ჰიტლერის გერმანია ძლიერ დასუსტებული იყო. საბჭოთა კავშირის არმიას, რომელიც ბერლინს ორი მხრიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთდან დაესხა თავს, წინააღმდეგობას მხოლოდ დაშლილი და დეზორგანიზებული გერმანული გარნიზონი უწევდა, დაახლოებით 95 000-მდე მებრძოლით.

საერთო ჯამში, დაახლოებით 1.5 მლნ საბჭოთა ჯარისკაცი მონაწილეობდა ბერლინზე თავდასხმაში, რომელიც ევროპაში გაჩარღებული ომის ბოლო ძირითად ბრძოლად ითვლება.

ადოლფ ჰიტლერმა უარი თქვა დედაქალაქის დატოვებაზე, სიცოცხლის ბოლო დღეები მიწისქვეშეთში გაატარა ეგრეთ წოდებულ Führerbunker-ში, ქალაქის ცენტრში.

იგი უკანასკნელად მისი 56 წლის დაბადების დღეს გამოჩნდა - 1945 წლის 20 აპრილს, როდესაც მედლები გადასცა ქალაქის დამცველებს.

 

იმავე დღეს საბჭოთა ძალებმა დაიწყეს ქალაქის ცენტრის დაბომბვა. 23 აპრილს ბერლინი მთლიანად გარშემორტყმული იყო.

1945 წლის 30 აპრილს, მას შემდეგ რაც დაქორწინდა ევა ბრაუნზე, ჰიტლერმა თავი მოიკლა. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ევა ბრაუნმაც. მათი ცხედრები დაწვეს.

არც ისე დიდი ხნის შემდეგ, საბჭოთა ძალებმა დაიკავეს ჭურვებისგან თითქმის განადგურებული რაიხსტაგის შენობა.

ცნობილი სურათი გვიჩვენებს საბჭოთა ჯარისკაცს, რომელიც აღმართავს სსრკ-ის დროშას ისტორიული პარლამენტის შენობის თავზე.

ბერლინს 2 მაისს უკვე საბჭოთა ძალები აკონტროლებდნენ, თუმცა ბრძოლა, ევროპაში ომის დასრულებამდე, 8 მაისამდე გაგრძელდა.

ამ დროისთვის ბერლინი მიწასთან იყო გასწორებული. ისტორიკოსები აღწერენ ფაქტებს საბჭოთა ჯარისკაცების სისასტიკის შესახებ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის წინააღდეგ.

1945 წლის 8 მაისს, გენერალ-ფელდმარშალი, ვერმახტის მთავარსარდალი ვილჰელმ კაიტელმა წითელი არმიის წინაშე ხელი მოაწერა გერმანიის უპირობო კაპიტულაციას.

ომის შემდეგ, ბერლინი დაიკავეს გამარჯვეული მოკავშირეების ძალებმა.

მოქალაქეებმა ქალაქის დასუფთავება დაიწყეს.

რამდენიმე თვეში კი შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის ლიდერები ბერლინის სიახლოვეს, პოტსდამში შეიკრიბნენ, რათა გადაეწყვიტათ ომისშემდგომი ევროპის ბედი.

ნაცისტური გერმანია საბჭოთა კავშირში 1941 წლის ივნისში შეიჭრა.

წყარო: BBC