ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. როგორც ირკვევა, ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ერთ-ერთს მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განმარტავენ, რომ შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. მას გულმკერდისა და კისრის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აქვს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება ეჭვმიტანილს, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.