საქართველოს ბიზნესასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის პრეზენტაციას გამართავს და საკუთარი მუშაობის შედეგებსაც შეაჯამებს. პრეზენტაცია ხვალ, 12 ოქტომბერს, 13:45 საათზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება, რომელსაც საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე, ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე და ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ლალაზაშვილი დაესწრებიან.
როგორც ბიზნესასოციაციაში განმარტავენ, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება კომიტეტის ანგარიში ახალ საგადასახადო კოდექსზე ერთწლიანი მუშაობის და მიღწეული შედეგების შესახებ. პრეზენტაცია გათვალისწინებულია, როგორც უშუალოდ კომიტეტის საქმიანობაში ჩართული ჩვენი წევრებისა და პარტნიორი ორგანიზაციებისათვის, ასევე მედიისა და ფართო საზოგადოებისათვის.