ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მრჩეველი იგორ გალი და მისი მეუღლე გარდაცვლილი იპოვეს. იგორ გალი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობის ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებში მრჩეველი იყო.
მრჩევლის ბინაში, სადაც გარდაცვლილების ცხედრები იპოვეს, ექსპერტიზა ტარდება. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
იგორ გალი 2016 წლიდან ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. რესპუბლიკური ჯანდაცვის რეფორმირების საკითხებში მუშაობდა.