ბათუმში, კლუბ „გეითის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცხედარს სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უტარდება.