ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც ის მოითხოვს რუსეთს ფედერაციისგან, დაუყოვნებლივ შეწვიტოს საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსია.
საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, გამოთქმულია შეშფოთება რუსეთის ფედერაციის ქმედებების მიმართ, რაც ძირს უთხრის საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდებულებებს.
"რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის გავლებას და საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცოცავ ანექსიას", - ნათქვამია რეზოლუციაში.
ამავდროულად, დაგმობილია რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებულ კონფლიქტში სეპარატისტების მხარდაჭერა.
რეზოლუციის შინაარს კატეგორიულად არ დაეთანხმა რუსეთის დელეგაცია, თუმცა საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 49 ხმით 17-ის წინააღმდეგ მიიღო.
საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია დაეფუძნა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ჩატარებულ მონიტორინგის შედეგებს. ეს ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, თურქეთი და სერბეთი.