1999 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა KGB-ის (საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტი) აგენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა, რამაც საფუძველი დაუდო მის 20-წლიან მმართველობას.
KGB-ის ყოფილი ოფიცერი ვლადიმერ პუტინი უკვე დანიშნული იყო პრემიერ-მინისტრად, როდესაც რუსეთმა ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო.
რუსეთის პრეზიდენტი გახდა 1999 წლის 31 დეკემბერს, როდესაც ბორის ელცინი დროზე ადრე გადადგა თანამდებობიდან.
ვლადიმერ პუტინი და ბორის ელცინი
მისი პრეზიდენტობის პირველივე თვეებში რუსეთის სამხედრო ძალებმა ალყა შემოარტყეს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს და აღადგინეს მასზე კონტროლი.
პუტინი ჩაფრინდა გროზნოში ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში
2003 წელს გაერომ გროზნო სამხედრო ოპერაციების შედეგად მსოფლიოში ყველაზე განადგურებულ ქალაქად დაასახელა.
2000 წლის 12 აგვისტოს ატომური წყალქვეშა ნავი "კურსკი" მონაწილეობდა სწავლებაში ბარენცის ზღვაში, როდესაც აფეთქდა მისი ერთ-ერთი ტორპედო, რამაც 118 მეზღვაურის სიცოცხლე შეიწირა.
ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მოსკოვი დასთანხმდა ბრიტანეთისა და ნორვეგიის მიერ შეთავაზებულ დახმარებას. მაგრამ "კურსკის" ჩაძირვიდან უკვე დღეები იყო გასული. მაშველებმა ვეღარავინ გადაარჩინეს.
ამ დროს, პუტინი შვებულებაში იყო და "კურსკის" კატასტროფიდან მხოლოდ 10 დღის შემდეგ ჩავიდა მურმანსკის ოლქში დაღუპული მეზღვაურების ახლობლების ნუგეშისცემისთვის.
პუტინი ხვდება წყალქვეშა ხომალდის დაღუპული მეთაურის ოჯახს
რამდენიმე დღეში რუსეთის სპეცსამსახურებმა სკოლაზე იერიშის გადაწყვეტილება მიიღეს. სკოლაზე შტურმმა ბევრის სიცოცხლე შეიწირა. ტერორისტების ქმედებებმა, რამდენიმე ბოევიკის ხელში ჩაგდების ცდუნებამ და ძალიან ცუდად ორგანიზებულმა "სამაშველო ოპერაციამ" ოფიციალური მონაცემებით, 334 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა... მათ შორის, ასევე ოფიციალური მონაცემებით, 186 ბავშვის... 700 ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაიჭრა...
პუტინი და მთავრობის წევრები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ბესლანში დაღუპულთა ხსოვნას
მისი მმართველობის პირველი ათწლეულის განმავლობაში, ვლადიმერ პუტინი ზოგადად კარგ ურთიერთობაში იყო დასავლეთის ლიდერებთან, მიუხედავად იმისა, რომ აკრიტიკებდა მათ საგარეო პოლიტიკას.
პუტინის ვიზიტი შეერთებულ შტატებშიპუტინი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ბერლუსკონი (ვიზიტით რუსეთში) 2003 წელს.
ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია დიდ ბრიტანეთს. ეს იყო რუსეთის მმართველის პირველი ვიზიტი ბრიტანეთში 1874 წლის შემდეგ
2003 წელი
2006 წელს რუსეთში, სანქტ პეტერბურგში გაიმართა დიდი რვიანის (G8) სამიტის. ფოტოზე გამოსახულნი არიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი და შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში.
დიდი რვიანის სამიტი, სანქტ პეტერბურგი, 2006 წელი
რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, პუტინი მესამე ვადით ვეღად გახდებოდა პრეზიდენტი, ამიტომ 2008 წელს მან დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. პრეზიდენტა დმიტრი მედვედევი აირჩიეს.
პუტინი რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაშავებულთან
2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, დაიწყო ფართომაშტაბიანი სამხედრო ოპერაცია და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. მალევე რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
რუსეთის შეჭრა საქართველოში განგაშის ზარი უნდა ყოფილიყო დასავლეთისთვის, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია პუტინისთვის, ხელი აეღო თავის განზრახვაზე - 2014 წელს შეჭრილიყო უკრაინაში და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოეხდინა.
პუტინი არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს
გამოკითხვების მიხედვით, ყირიმის ანექსიამ ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
პუტინი რუს ბაიკერებთან ერთად ანექსირებულ ყირიმში, 2019 წელი
2019 წელს ვლადიმერ პუტინი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა, რათა თვალყური ედევნებინა რუსი ბაიკერების რბოლისთვის. მისი ვიზიტი უკრაინის ხელისუფლებას უკრაინის სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად შეაფასა.
ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა, პარიზი. 2019 წელი
2019 წლის დეკემბერში, ყირიმის ანექსიიდან 5 წლის შემდეგ, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები პარიზში, ნორმანდიული ოთხეულის სამიტზე შეხვდნენ...
სირიის სამოქალაქო ომში, რუსეთი მხარს უჭერდა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს, რომლის ხელისუფლებაც ჩამოშლის პირას იყო. პუტინის გადაწყვეტილებამ სამხედრო ძალები სირიაში გაეგზავნა, რეგიონში ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალა.
ვლადიმერ პუტინი ბაშარ ალ-ასადთან ერთად
2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა დაასკვნეს, რომ რუსეთი ჩაერია საპრეზინდეტო არჩევნებში.
ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი დიდი ოცეულის სამიტზე
2018 წელს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი დაადანაშაულა სოლსბერიში რუსეთის ყოფილი სამხედრო დაზვერვის ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილი მოწამვლაში. ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი და პუტინი დიდი ოცეულის სამიტზე
პრეზიდენტობის განმავლობაში პუტინი, თავისი პროპაგანდისტული მანქანების დახმარებით, ცდილობდა თავი წარმოეჩინა მამაც და გულჩვილ კაცად.
პუტინი მონღოლეთის საზღვართან, 2007 წელიპუტინი თავის ძაღლებთან ერთადპუტინი ჰოკეის თამაშის მცდელობისას
პუტინს სურდა რუსეთისთვის სპორტული დიდება მოეპოვებინა და ამისთვის, როგორც ჩანს, აკრძალულ მეთოდებსაც არ ერიდებოდა. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ რუსეთს საერთაშორისო ტურნირებსა და ოლიმპიადებზე ასპარეზობა ოთხი წლით აუკრძალა.
2018 წელს რუსეთმა უმასპინძლა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს
დოპინგის სკანდალი ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც 2022 წელს ყატარში გაიმართება.