პარტია „ქართული ოცნება-დემორკატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს 3 პირი დააკავეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ დემონსტრანტებს გადაადგილების საშუალება არ მისცა.
დაკავებულები არიან: ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია.
შინაგან საქმეთა სამინისტრის ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 166-ე, ხულიგნობის და 173-ე, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.
"შეცვალეს" წევრები ქართული ოცნების ოფისთან აქციას მართავენ. როგორც ამბობენ, ისინი ბიძინა ივანიშვილს ყველგან მიაკითხავენ, სადაც იქნება და დისკომფორტს შეუქმნიან. ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ოფისში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა.