პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.