ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებების გამართვას ყაზახეთში სთავაზობს. ინფრომაციას რუსული სააგენტო "რია" ავრცელებს.
"მე შევხვდი ბატონ ზელენსკის, მოვუსმინე მას. ამავე დროს ვესაუბრე ვლადიმერ პუტინს თუ როგორ უნდა გადავჭრათ კონფლიქტი. მე მჯერა, რომ პრეზიდენტების შეხვედრა აუცილებელია", - განაცხადა ნურსულთან ნაზარბაევმა.
მისივე განცხადებით, ზელენსკი უკვე დათანხმდა შეხვედრას ნეიტრალურ ტერიტორიაზე.
"ვფიქრობ, რომ კარგი დროა შეხვედრისთვის. ზელენსკიმ მიიღო ხალხის მხარდაჭერა და ახლა მას შეუძლია ამ საკითხის მოგვარება", - დასძინა ნაზარბაევმა.
ურთიერთობები მოსკოვსა და კიევს შორის დაძაბულია, რაც განპირობებულია რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის მიტაცებითა და უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის მხარდაჭერით.