დღეს, 30 სექტემბერს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N39, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.37%-ით, მაქსიმალური 9.94%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.89%-ით განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები