✅საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიაში, ტოკიოში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე JATA Tourism Expo მიიღო მონაწილეობა.
✅ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქუთაისის მერია, ასევე 7 ტურისტული კომპანია და სასტუმრო იყო წარმოდგენილი.
გამოფენის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს სტენდთან გაცნობოდნენ ტურისტულ პროდუქტებს.
✅B2B ფორმატის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ იაპონელ კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ. გამოფენის ფარგლებში საქართველოს შესახებ პრეზენტაცია მოეწყო, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, სტუმრებს საქართველოს სტენდთან ჩურჩხელით გაუმასპინძლდნენ.
✅JATA Tourism Expo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გამოფენაა, რომელსაც 150-ზე მეტი ქვეყნის და რეგიონის რამდენიმე ათასი ტურისტული კომპანიის, სასტუმროს და ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება.
4 დღიან გამოფენას იაპონიაში 150 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.