25 ოქტომბერს იტალიაში სატრანსპორტო სექტორში გაფიცვებია დაანონსებული. რიგმა ავიაკომპანიებმა იტალიის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისები ნაწილი გააუქმეს, ან დრო შეცვალეს.
განრიგის მიხედვით, 25 ოქტომბერს საქართველოდან იტალიის მიმართულებით ავიარეისები აქვთ დაგეგმილი Georgian Airways-სა და Wizz Air-ს. Georgian Airways-ში აცხადებენ, რომ 25 ოქტომბერს თბილისი-ბოლონია-თბილისის საჰაერო ხაზზე ავიარეისს აუცილებლად განახორციელებს. რაც შეეხება Wizz Air-ს ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ ავიარეისების შესაძლო გადადების შესახებ მგზავრებს ინფორმაციას მიაწვდით, თუმცა ავიაკომპანიის განცხადებაში საქათველოდან რეისების გადადება ნახსენები არ იყო, რადგან კომპანიამ საერთო განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც განკუთვნილია იმ ბაზრებისთვის სადაც ოპერირებს.
როგორც იტალიური მედია უწყება, გაფიცვა მთლიანად სატრანსპორტო სექტორს შეეხება და ამ დღეს არ იმუშავებს ასევე მატარებლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გაფიცულები მთავრობისგან მოითხოვენ, რომ დემპინგის წინააღმდეგ, კონკურენციის სტიმულირებისთვის, პენსიისა და ხელფასების ზრდისთვის ქმედითი ნაბიჯები იქნეს გადადგმული. მათი მოთხოვნაა ასევე, შემუშავებული იქნეს კონკრეტული ქმედითი გეგმა, ავიაკომპანია Alitalia-ს გადარჩენისათვის. როგორც ცნობილია, Alitalia წლებია კრიზისულ ვითარებაშია და 1999 წლის შემდეგ მოგებაზე არ გასულა. 2016 წელს ავიაკომპანიის ზარალმა 500 მლნ ევრო შეადგინა.