საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში ახალ ზელანდიაში მყოფ თანამოქალაქეებს, ქალაქ ოკლენდში გაჩენილი ხანძრის გამო აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება საელჩოს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.
"❗️ ახალ ზელანდიაში, ქ. ოკლენდში მცხოვრებ თანამემამულეთა საყურადღებოდ!
ქ. ოკლენდის ცენტრში, კერძოდ “Sky City Convention Centre”-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული მასიური კვამლის გამო, ახალი ზელანდიის ჯანდაცვის უწყებები ურჩევენ მოქალაქეებს მოერიდონ ქალაქის ცენტრს და თავი აარიდონ კვამლის ჩასუნთქვას, რაც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
❗️გთხოვთ, გაითვალისწინოთ ადგილობრივი სამსახურების რჩევები და მოერიდოთ ქ. ოკლენდის ცენტრალურ ბიზნეს უბანს (CBD)
❗️სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში, ამოქმედებულია ჯანდაცვის ცხელი ხაზი: 0800 611 116
❗️გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ადგილობრივ საინფორმაციო გამოშვებებს და კომპეტენტური უწყებების რჩევებს", - ნათქვამია განცხადებაში.