ჯანდაცვის სამინისტროში მასშტაბური "წმენდაა". 24 ივლისს დაწყებული რეორგანიზაციის შემდეგ თანამდებობებიდან ათავისუფლებენ დეპარტამენტის უფროსებსა და სხვა თანამშრომლებს.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ამ დროისთვის გათავისუფლებულები არიან: შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი პაატა ჟორჟოლიანი, რომელიც უმრავლესობის ყოფილი წევრის გია ჟორჟოლიანის ძმაა. სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ნოე ქინქლაძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ივანე ბიბილაშვილი.
დეპარტამენტების უფროსებთან ერთად სამსახურიდან გათავისუფლებულია 50-ზე მეტი თანამშრომელი.
სამინისტროში აღნიშნულ ფაქტს, რეორგანიზაციით ხსნიან.