2020 წლისთვის მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. როგორც 2020 წლის სახელმწიფი ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, მომავალი წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ია, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი თანხაში - 48,5 მლრდ ლარი იქნება.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობამ ბიუჯეტის დეფიციტი 2,7%-ის დონეზე განსაზღვრა, ხოლო თავრობის ვალი - 45,0%-ით
2020 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტი 16,0 მლრდ ლარით განისაზღვრა, საიდანაც მიმდინარე ხარჯები 11,3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც მშპ-ს 23,5%-ია, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებლად 2020 წლისთვის 3,7 მლრდ ლარია განსაზღვრული, რაც მშპ-ს 7,6%-ს შეადგენს. ვალის მომსახურებისთვის 2020 წელს 1,0 მლრდ ლარი იქნება გამოყოფილი, რაც მშპ-ს 2,1%-ია.