აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტზე ცნობილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები MACS და Fichtner იმუშავებს.
✅მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან ხელშეკრულება „აჭარის წყლის ალიანსმა" ოფიციალურად გააფორმა.
➡ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანიიდან, ერთი კონსულტანტი მუნიციპალიტეტებისთვის საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაციას და მის შემდგომში განხორციელებას უზრუნველყოფს. აღნიშნული მიმართულებით Fichtner იმუშავებს.
➡„აჭარის წყლის ალიანსის“ და მუნიციპალიტეტების ტექნიკურ დახმარებას და ინსტიტიცურ მხარდაჭერას კი კომპანია MACS განახორციელებს.
➡აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების გამწმენდი პროექტი საქართველოს მთავრობის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობით იწყება.
➡პროექტის ღირებულება-50 მილიონი ევრო.
➡პროექტის მიზანი: ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების წყლისა და წყალარინების სისტემის შეიქმნა.