აშშ-მა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად 500 000 დოლარი გამოყო. ამ ინფორმაციას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
"ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება.
სწორედ ამიტომ, ამერიკის მთავრობა გამოყოფს $500 000 დოლარს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად.
აღნიშნული პროექტი განხორციელდება საპარტნიორო ფონდისა და USAID საქართველოს აქტივობის პარტნიორობის ფარგლებში", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"