"რუსთავი 2“- ზე იუმორისტულ შოუს ნიკა არაბიძე წაიყვანს. გადაცემის პრომო-ვიდეო ტელეარხმა დღეს გამოაქვეყნა.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, იუმორისტულ გადაცემას მაყურებელი მალე იხილავს.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში მიმდინარე მოვლენების შემდეგ "რუსთავი 2“ იუმორისტული შოუს წამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა დატოვა და "მთავარ არხზე“ გადავიდა.