ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას "TV 25" ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, შემთხვევა სანაპირო ზოლში სასტუმროს მშენებლობისას მოხდა.
დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.