5 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9598 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9660 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.62 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2724 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2668 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.56 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5200 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.6521 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 სექტემბერიდან შევა ძალაში.