გუშინ, 4 სექტემბერს, შუახევის ერთ-ერთ სოფელში მოქალაქეებმა დათვი და ორი ბელი შენიშნეს.
adjaratv.ge-ს ინფორმაციით, დათვები ხიდზე გადმოდიოდნენ, როცა სოფელ ოქროპილაურის მცხოვრებლებმა ხმაური ატეხეს, ვიდეოში ჩანს, რომ დათვები სოფლის გზასთან ძალიან ახლოს იყვნენ.
ხმაურზე მტაცებელი თავის ორ ბელთან ერთად სწრაფად ტყეში მიიმალა.
სოფლის მცხოვრებლებმა ვიდეოს გადაღებაც მოასწრეს.
სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სოფლის ცენტრში მტაცებელი მოდის. ეს კი განსაკუთრებული შემთხვევა იყო, რადგან დათვს ორი ბელი ახლდა.