რამდენიმე საათია Yahoo გათიშულია. მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საიტზე შესვლას ვერ ახერხებენ, მათ შორის, ვერც ელექტრონულ ფოსტაში.
ელექტრონულ ფოსტაზე შესვლის მცდელობისას, საიტზე ჩნდება მინაწერი, რომ ტექნიკური პრობლემის გამო სერვისი დროებით გათიშულია.