7 სექტემბერს, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და "Black Sea Arena"-ს ბაქანზე გაჩერდება. ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.
მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 7 სექტემბერს მატარებელ №802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 8 სექტემბერს მატარებელ №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები "Black Sea Arena"-ს ბაქანზეც ექნებათ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებგვერდებზე (Railway.ge, tkt.ge, Biletebi.ge, matarebeli.ge), სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
"საქართველოს რკინიგზა" ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!