საქართველო ეკოტურიზმის მსოფლიო რეიტინგში - Global Wildlife Travel Index - 94-ე ადგილზეა. რეიტინგში სულ 107 ქვეყანაა, პირველ ადგილზე ფინეთია. მეორე პოზიციაზე შვედეთი, ხოლო მესამეზე - ბრაზილია.
Global Wildlife Travel Index-ში საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის მხოლოდ აზერბაიჯანს უსწრებს, რომელიც 101-ე ადგილზეა. რეიტინგში თურქეთი 54-ე პოზიციაზე, ხოლო სომხეთი 83-ე ადგილზეა.
რეიტინგის შედგენისას მკვლევარებმა ქვეყნების დაცული ტერიტორიები, ტყის მასივის მოცულობა, ფლორისა და ფაუნის ნაირსახეობები და გარემოს კეთილდღეობა და მდგრადობა გაითვალისწინეს.