ბათუმში, ევროპის მოედანზე, ყოფილი პირველი აფთიაქის შენობაზე გადმოფენილ პრემიერობის კანდიდატის გიორგი გახარიას პლაკატს მოქალაქე ირმა ქობულაძემ პომიდვრები ესროლა და ჩამოაგდო. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
"ეს რა არის, რუსეთის ხელისუფლებაა? რუსეთის ტოტალიტარული რეჟიმის ვარიანტები დავიწყეთ? სტალინის, ლენინის და მოდით ხრუშოვის პლაკატიც დაავკიდოთ? სირცხვილია", - თქვა ქალმა, რომელმაც პლაკატს პომიდვრები ესროლა.
ამის შემდეგ, მოქალაქემ შენობიდან გიორგი გახარიას პლაკატი ჩამოხსნა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი სახის ბანერის განთავსებას ნებართვა სჭირდება, რაც ამ შემთხვევაში არ ყოფილა გაცემული.