იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებას.
3 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, მსურველებმა განაცხადები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge საკვალიფიკაციო გამოცდა კი 2019 წლის 17 სექტემბერს ჩატარდება. დამატებით ინფორმაციას აპლიკანტები მიიღებენ რეგისტრაციისას წარმოდგენილ ელექტრონულ მისამართზე.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება შემდეგ დისციპლინებში:
საკონსტიტუციო სამართალი;
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;
სისხლის სამართალი;
სისხლის სამართლის პროცესი;
სასჯელაღსრულებითი სამართალი;
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.
სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელთა ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველებმა, ელექტრონულად წარსადგენი დოკუმენტები, პროგრამა და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.tcj.gov.ge/ka/news/495/