აშშ-ში ქალმა გადაწყვიტა, რომ მოგზაურობაში საკუთარ პონთან ერთად წასულიყო. ფრენისას პონი პატრონის გვერდით იყო მოთავსებული და ისე მგზავრობდა. პონმა და მისმა პატრონმა American Airlines-ის რეისით იმგზავრეს და ჩიკაგოდან ომაჰაში ჩაფრინდნენ.
როგორც ცნობილია, აგვისტოდან აშშ-ს ტრანსპორტის სამინისტრომ ავიამგზავრებს ნება დართო, რომ ბორტზე ძაღლებისა და კატების მსგავსად, მინიატურული ცხენიც აიყვანონ. კანონმდებლობის მიხედვით, თუ კი ავიაკომპანია ასეთი მგზავრის მომსახურებაზე უარს იტყვის და მათი ცხოველების ტრანსპორტირებას არ მოახდენს, მაშინ ასეთ ავიაკომპანიას სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს.
მინიატურული ცხენების აყვანა ნებადართულია თვითმფრინავებზე, როგორც თანმხლები ცხოველები, ემოციური "დახმარების' მისაღებად, კატებისა და ძაღლების მსგავსად.
მინიატურული ცხენები აშშ-ში გამოიყენება, როგორც ცხოველები, რომლებიც თავიანთ პატრონებს ეხმარებიან. მაგალითად, ერთგულად ემსახურებიან უსინათლო ადამიანებს ისე როგორც ამას ძაღლები აკეთებენ.