ახალი iPhone-ს პრეზენტაციის თარიღი ცნობილია. Apple Insider-ის ინფორმაციით, რომელიც Apple-ს ოფიციალური გამოცემაა, კომპანია ახალ ქმნილებას 10 სექტემბერს წარმოადგენს. პრეზენტაცია სტრადიციისამებრ სტივ ჯობსის თეატრში შედგება, რომელიც Apple Park-ის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ჟურნალისტებს მოსაწვავები უკვე დაურიგდათ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩაკბეჩილი ვაშლი" ახალ iPhone-ზე წინასწარი შეკვეთების მიღებას 13 სექტემბრიდან დაიწყებს. ხოლო გაყიდვები ოფიციალურად 20 სექტემბრიდან დაიწყება.
10 სექტემბერს "ჩაკბეჩილი ვაშლი" სავარაუდოდ iPhone-ს სამ ახალ მოდელს წარმოადგენს: 5.8 ინჩიანი OLED ეკრანით, iPhone 11 6.5 ინჩიანი ეკრანით და iPhone XR 6.1 ინჩიანი ეკრანით და კვლავ IPS ტექნოლოგიით. უკვე ცნობილია, რომ ყველა ახალი სმარტფონი მიიღებს 3 ძირითად კამერას, რომელთაგან ერთს ექნება ულტრაიისფერი ობიექტივი;
iPhone 11-ი iOS 13-ის ბაზაზე იმუშავებს. კიდევ უფრო "დაჭკვიანდება" Siri.