"შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემა საბოლოოდ დაძლეულია და ახლა უკვე მნიშვნელოვანია თხილის სეზონმა ჩაიაროს წარმატებით" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში მთავრობის სხდომაზე.
რეგიონის პირველმა პირმა ყველა შესაბამის უწყებას მისცა დავალება - რეგიონში თითოეულ ფერმერს ჰქონდეს, როგორც ლოჯისტიკური ასევე საინფორმაციო მხარდაჭერა, რათა თითოეული კილოგრამი თხილი იყოს მაქსიმალურ ფასად რეალიზებული.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე უახლოეს დღეებში ფერმერებს მიაწოდებს ამომწურავ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რამაც თხილის მოსავლის წარმატებით რეალიზება უნდა უზრუნველყოფს.