საქართველოს სახალხო დამცველი მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის ფაქტს ეხმიანება. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, 27 აგვისტოს მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი გახდა პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის შესახებ, რომელსაც გამვლელმა დანის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. მოგვიანებით, აღნიშნული პირი პოლიციამ დააკავა.
"მომხდარის შეფასებისას, სოციალურ ქსელში არაერთი მოწოდება გავრცელდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა საზოგადოებიდან გარიყვის და მათი იზოლაციის შესახებ. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს და შესაბამისი ინფორმაციის არ ქონის პირობებში, აღნიშნულზე ხაზგასმა აძლიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტიგმას", აღნიშნულია ინფორმაციაში.