ფორბსის მილიარდელების სიაში 100-მდე ქალია, მაგრამ მხოლოდ 14-მა მათგანმა შესძლო ქონების დაგროვება დამოუკიდებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ქონება მემკვიდრეობით არ მიუღიათ.
მსოფლიოს უმდიდრესი 14 ქალიდან ხუთმა ბიზნესი ქმარებთან, ძმებთან ან ორივე მათგანთან ერთად დაიწყო. მაგალისთისთვის, ჯულიანა ბენეტონი თავდაპირველად სვიტერებს თავდ ქსოვადა და მათ მისი ძმა, ლუჩიანო ბენეტონი ყიდიდა. როზალია მერა კი მეუღლესთან, არტმასიო ორტეგასთან ერთად კერავდა ტანსაცმელს და ამჟმაად სწორედ მათ ეკუთვნით ტანსაცმლის წარმოებელი გიგანტის "ინტედექსის" (ZARA ბრენდი) მნიშვნელოვანი წილი.
თუმცა, ასევე "დამოიკიდებელი მილიარდელი" ჯუან როულინგი აცხადებს, რომ წარმატების მისაღწევად სრულებით არ არის საჭირო იქონიო ნათესავების, მათ შორის მეუღლის ან ოჯახის სხვა წევრის იმედი.
მამაკაცებს შორის კი ქონება დამოუკიდებლად 665-მა მილიარდელმა დააგროვა, მათ შორის არიან ბილ გეიტსი, უორნერ ბაფეტი და კარლოს სლიმ ელუც.