საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობასთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი.
„საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 17 დეკემბრიდან იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში შეწყალების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და არ შეჩერებულა. დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლმა ანგი ხუციშვილმა.